saqarTvelos mdinareebi - loWini

ტერიტორიული ერთეულები მარნეულის მუნიციპალიტეტი
სათავე იალნოს ქედი
სიგრძე 20 კმ
აუზის ფართობი 207 კმ²

 

სინონიმი: საცხენისი, ლოჭინისხევი, ომანისხევი.

მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. მიედინება ივრის ზეგანზე. იწყება იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე, 1085 მ სიმაღლეზე. მტკვარს ერთვის ფონიჭალასთან. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 207 კმ² (317 კმ²). მთავარი შენაკადებია ნორიოსხევი, ალისხევი, საცხენისი, ლილოსხევი. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულსა და შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად. ლოჭინის მარჯვენა მხარეს გაშენებულია თბილისის უბანი ლილო.